სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცის ვადები ვაკანსიებზე

განათლება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 8 ნოემბერს 15:00 საათზე.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge-ის მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით.

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები