ახალი ტურისტული პროექტი “Tbilisi Pass”/”თბილისი პასი” აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, შესაძლებელია სტუდენტიც;
ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა;
სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
პუნქტუალური, თავაზიანი, კეთილგანწყობილი, მომხმარებელზე ორიენტირებული.
ძირითადი ფუნქციები:
მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლისთვის კონსულტაციების გაწევა სერვისის სარგებლობის წესების შესახებ;
მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჭიროებების მოგვარება.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00, 17:00-24:00.
ანაზღაურება: 400 ლარი.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
2. ციფრული მარკეტერი
ძირითადი მოვალეობები:
სოც. მედია გვერდების მართვა;
ციფრული პრომოუშენის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და აღსრულება;
აუცილებელი მინიმალური შინაარსის და დიზაინის შექმნა.
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:
გრაფიკულ რედაქტორებში (Photoshop ან Illustrator ან Corel) მუშაობის გამოცდილება;
გამოცდილება ციფრული რეკლამის მართვაში (Google, FB, Instagram და ა.შ.);
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
ლოგიკური აზროვნების უნარი;
გუნდში მუშაობის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება მოხდება კანდიდატის გამოცდილების, შესასრულებელი სამუშაო გეგმისა და შეთანხმებული სამუშაო გრაფიკის მიხედვით.
3. პრომო გოგონა
მოთხოვნები:
კომუნიკაბელური
პასუხისმგებლობის მაღალი დონე
პრეზენტაციის უნარის მქონე
დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
მოვალეობები:
კლიენტების მოზიდვა
კლიენტებისათვის პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება.
სამუშაო დრო: 4 სთ. (სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 16 სექტემბერი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.