სტაჟირება სტუდენტებისთვის დასაქმების პერსპექტივით

დასაქმება

“თავისუფალი ოლიმპიადა” აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ოლიმპიადის ორგანიზატორის პოზიციაზე, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სამუშაო განაკვეთი: არასრული/შეთავსებით.

ოლიმპიადა გეგმავს სერვისის გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ რამდენიმე ქვეყანაში. საუკეთესო კადრები დასაქმდებიან ჩვენს გუნდში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ოლიმპიადის პირველი სეზონის დასრულების შემდეგ ყველა სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი. საუკეთესო კადრები კი დამატებით მიიღებენ რეკომენდაციას.

ამ ეტაპზე ოლიმპიადა ტარდება III-XII კლასის მოსწავლეებისათვის, ქ. თბილისში, სამ საგანში:

ქართული
ინგლისური
მათემატიკა

მოთხოვნები:

საშუალო განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;
სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
პასუხიმგებლობის გრძნობა.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • ოლიმპიადის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა (სკოლებში პრეზენტაცია, Facebook ივენთები თუ ნებისმიერი სხვა ივენთი);
  • სპონსორებთან/პარტნიორებთან ურთიერთობაში ჩართულობა;
  • ორგანიზაციულ საკითხებში აქტიური ჩართულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ СV (ფოტოსურათით) 15 სექტემბრამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და საგანში “(subject)” აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები