ჯეკპოტის მფლობელი თსუ-ის პროფესორი საკუთარი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

განათლება

 

საქართველოს ლატარიის კომპანიის გამარჯვებული და ჯეკპოტის მფლობელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თინათინ გიორგობიანი გახდა. იგი გეგმავს, რომ მოგებული თანხიდან თავის რამდენიმე სტუდენტს მაგისტრატურაზე სწავლა დაუფინანსოს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

,,იყო რამდენიმე მაგისტრანტი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა და ეს ლექციები საღამოს ჰქონდათ ხოლმე, ამიტომ მათთვის ეს ძალიან დამქანცველი იყო”, – ამბობს პროფესორი.

თინათინ გიორგობიანი თსუ-ის პროფესორია კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. მან 31 იანვარს „ლოტო 6/36“-ის 735-ე გათამაშებაში 1  380 345 ლარი მოიგო, რომელიც გუშინ, სასტუმრო თბილისი მერიოტში საზეიმოდ გადაეცა.

წაყარო: on.ge /  rustavi2.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები