სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო 3 სტიპენდია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის. სტიპენდია ფარავს სწავლის ხარჯს წელიწადში მაქსიმუმ 5000 ევროს და საცხოვრებელ და ყოველდღიურ ხარჯებს თვეში 700 ევროს ოდენობით.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ვებგვერდზე.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- სააპლიკაციო ფორმა
- სამოტივაციო წერილი
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართი
- CV
- რეკომენდაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მარტი.