უკვე შეარჩიეთ საშბაო ნაძვის ხე? როგორია ის? საშობაო ნაძვის ხის ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს, თუმცა, ტრადიციულად, კლასიკურ მეთოდებს მივმართავთ და ჩვენი საშობაო ნაძვის ხე ყოველთვის ერთნაირია. სიტყვიდან გამომდინარე, აუცილებებლი არაა საახალწლო ხე ყოველთვის ნაძვის იყოს. გვინდა შემოგთავაზოთ კრეატული ნაძვის ხეები, რომლების დამზადებას თავადაც შეძლებთან და სტუმრების აღფთოვანებასაც დაიმსახურებთ. შეხვდით ახალ წელს ახალ და ორიგინალურ ,,ხესთან” ერთად.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი საშობაო ნაძვის ხე, იხილეთ რამდენიმე კრეატიული იდეა.
მარტივად დაჭრილი ქაღალდი, ხის საყრდენი და ქოთანი – საგანმანათლებლო, საახალწლო ხე მზად არის.
დაუვიწყარ მომენტებში გადაღებული ფოტოები და ნათურები ნამდვილად სასიამოვნო საახალწლო განწყობას ქმნის.
მილების სხვადასხვა ზომის ნაჭრები და ნებისმიერი ფერადი ნივთი კედელზე გაგითავისუფლებთ სახლში ადგილს და საახალწლო ,,ნაძვის ხეც” გექნებათ.
თუ გაქვთ ძველი დაფა, მარტივი მოხატვითა და ნაჭრის ბურთულებით, შექმნით კრიატულ ,,ნაძვის ხეს”.
წიგნებით ,,ნაძვის ხის” აწყობა ერთ-ერთი ალტერნატივაა. დამეთანხმებით ორიგინალური და ,,ერუდირებული ნაძვის ხე” მოუხდება საახალწლო მორთულობას.
ნაძვის ხის სათამაშოები მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას არ ასრულებენ, შეგიძლიათ მხოლოდ მათი გამოყენებით შექმნათ ,,ნაძვის ხე”.
წიგნებით აგებული ,,ხის” კიდევ ერთი გზა.
ხის დიდი ჩარჩო, მავთულები, ნათურები და უბრალო სათამაშოები, ნამდვილად, დაგეხმარბათ ორიგინალური ,,ნაძვის ხის” შექმნაში.
თუ კედელზე ფერად ქაღალდებს ასეთი ფორმით გააკრავთ მრავალფეროვანი, მხიარული და განსხვავებული საახალწლო ,,ხე'” გექნებათ.
ისევ კედელი, ნაძვის ხის ან სხვა მცენარის ტოტები და ნებისმიერი სათამაშო შექმნის საშობაო განწყობას თქვენს სახლში.
ხის სამკუთხედის ფიგურას დააწებეთ ძველი გაზეთი, შუაში არსებული სიცარიელე ამოავსეთ ტქვენი ფანტაზიების მიხედვით.
მართალია, რომ ასეთი ,,ნაძვის ხე” ცოტა რთული გასაკეთებელია, თუმცა იდეა და გამოთავისუფლებული ადგილი პატარა ბინაში ნამდვილად დასაფასებელია.
ხის საყრდენი, დაკეცილი ნოტების ან ძველი გაზეთის ფურცლები დეკორატიული ,,ნაძვის ხის” გაკეთებაში დაგეხმარებათ.