სტუდენტური სესხი „ფრიადი“ – ახალი პროდუქტი სტუდენტებისთვის

სტუდZona

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო სოციალური მისიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების მხარდაჭერასა და ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდაში. განათლების ხელმისაწვდომობა კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

2015 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, კრედოს მხარდაჭერით, დაუფინანსდათ სწავლის გადასახადი, ან დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია, თუმცა კრედოს მიზანია განათლება ხელმისაწვდომი გახადოს ყველა სტუდენტისთვის, ვისაც სურს სწავლა და ამავდროულად საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას.

სწორედ ამიტომ, კრედომ შექმნა ახალი პროდუქტი, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებულია სტუდენტის ცხოვრების სტილსა და მის საჭიროებებზე. სტუდენტური სესხი „ფრიადი“ არის კრედოს ახალი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის  და ყოველ ახალგზრდას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ცოდნა, რომელიც მას სურს და შეიქმნას მომავალი, რომელსაც ის იმსახურებს.

სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში (ლარში), შესაბამისად ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა გავლენას არ ახდენს სტუდენტის საკრედიტო ვალდებულებაზე. სესხის ვადაა 8 წელი, ხოლო საშეღავათო პერიოდი, 54 თვემდე.

მაგალითისთვის: პირველ კურსელი სტუდენტი იღებს სტუდენტურ სესხს, რითაც აფინანსებს სწავლის საფასურს, სწავლობს 4 წლის განმავლობაში და სესხის გადახდას სწავლის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ იწყებს, მაშინ, როცა თავად არის დასაქმებული და უჩნდება შემოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ „ფრიადი“ სესხის საპროცენტო განაკვეთი 12%-ია წელიწადში.

კრედო ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით. კომპანიის მფლობელები არიან: AccessHolding – გერმანული გლობალური მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელი და სოციალური გავლენის ინვესტორები responsAbility Investment AG და Triodos Investment BV. კრედო მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერია და 62 ფილიალით ემსახურება 205,000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

დეტალური ინფორმაცია სესხის პირობების შესახებ

(R)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები