ახლოვდება შობა-ახალი წელი და ყველა სხვა სამზადისთან ერთად ამ დღეების გახალისება ფილმების დახმარებითაც შეიძლება. Business Insider გვთვაზობს იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც ახალ წელს აუცილებლად უნდა ვნახოთ. ეს ფილმები გაგაცინებთ, აგატირებთ, თავგადასავალს მოგიწყოფთ და კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ სასწაულების არსებობაზე.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
,,ახალი წელი სანტა კლაუსის გარეშე” – სანტა გადაწყვეტს, რომ ერთი წელი დაისვენოს და შვებულებაში გავიდეს, იმის გამო, რომ ბავშვებს დიდად არ სჯერათ სანტას არსებობის. ელფები, რომლებიც მან დატოვა, ცდილობენ იპოვონ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ სანტას არსებობის. ძებნის პროცესში წააწყდებიან Snow Miser-ს, რომელთან ერთადაც, მისის კლაუსის დახმარებით, ახალ წელს გადაარჩენენ.
,,კოშმარი შობის წინ” – 31 ოქტომბერს ძველებური ხრიკებითა და ხალხის შეშინებებით დაღლილი, გამხდარი და მაღალი, ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ როდესაც შობა მოახლოვდება ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება.
,,ახალი საშობაო ზღაპარი” – ბიზნესმენი ფრენკ კროსი ყველაფრის მიმართ გულგრილობას იჩენს გარდა ფულისა. იგი შობის მოახლოებასაც ასეთივე გულგრილობით შეხვდა. ასეთ ადამიანებს აღზრდა სჭირდება და ამ საქმეს ზებუნებრივი ძალები მოჰკიდებენ ხელს.
,,საშობაო აურზაური” – გრისვოლდების სახლში შობას ზეიმობენ. ეს არის დრო, როდესაც ჩუქნიან საჩუქრებს, მღერიან ჰიმნს, ციმციმებენ საშობაო ნაძვისხის შუქები. შობა მშვენიერი დროა კლარკ გრისვოლდის და მისი ოჯახისთვის. მაგრამ ნათესავები, რომლებიც სტუმრად მოდიან, სიმშვიდეს და სომყუდროვეს არღვევენ, იწყება ნამდვილი სტიქიური უბედურება.
,,ელფი” – უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში საკუთარი პოზიციების გამყარებას და წინ წაწევას.
,,მარტო სახლში” – პატარა ბავშვი შობის წინ სახლში მარტო რჩება. ქურდები გადაწყვეტენ ამ სახლის გაქურდვას. მათ ჩათვალეს, რომ იოლი იქნებოდა პატარა ბავშვის გაქურდვა, თუმცა მათ საკმაოდ ჭკვიან და მოხერხებულ ბავშვთან მოიწევთ შეჭიება.
,,ეს მშვენიერი ცხოვრება” – მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 1946 წელსაა გადაღებული, აქტუალობას არ კარგავს. ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი ანგელოზის დახმარება.
,,კერკეტი კაკალი” – პოლიციელი ცოლთან შობის გასატარებლად ჩამოდის. მაგრამ ყველაფერი იცვლება, რადგან მას მოუწევს ტერორისტებთან მარტო შებრძოლება.
,,ცუდი სანტა” – იულიმ, რომელმაც გადაწყვიტა სანტა კლაუსის ტანსაცმელში გამოწყობილმა გაქურდოს სავაჭრო ცენტრი, შეხვდება ბიჭს, რომელიც ყველაფერს შეცვლის.
,,საშობაო ისტორია” – ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი ოცნებობს იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე. ბუზღუნა მამიკო და მზრუნველი დედიკო, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგეები არიან, რადგან ეშინიათ, რომ მათი ბიჭუნა დაიზიანებს თავს! და მაშინ, რალფი გადაწყვეტს სანტა კლაუსს მიმართოს თხოვნით.
,,ჩარლი ბრაუნის შობა” – ცდილობს იპოვოს შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ხომ გაგიგიათ – ,,ვინც ეძებს ის პოილობს-ო”.
,,სანტა კლაუსი” – ფილმი მოგვითხრობს ერთ ჩვეულებრივ მამაზე, რომელიც ერთ დღესაც შემთხვევით სანტას საკუთარი სახლის სახურავიდან გადააგდებს და მისი ადგილის დაკავება მოუწევს.