კომპანია Lifestyle`s Clinic აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ასევე განიხილება განათლების ნებისმიერი მიმართულების სტუდენტი.
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა საბაზისო დონეზე.
უნარ-ჩვევები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
- სასიამოვნო ხმის ტემბრი.
- კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
- პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
- გუნდური მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.
- სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ პაციენტებთან გამავალი ზარის განხორციელების საშუალებით ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქციისა და სერვისის შესახებ;
- პაციენტების ჩაწერა მათთვის სასურველ დროსა და სასურველ პროცედურაზე.
- სატელეფონო საუბრის საშუალებით პაციენტებისათვის პირველადი ანკეტის შევსება.
კომპანია გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი : არასრული განაკვეთი ცვლიანობის განრიგით 9:00-15:00 და 15:00-20:30, კვირაში 6 სამუშაო დღე.
- ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი.
- კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
- წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა საერთაშორისო ქსელში.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადგილმდებარეობა: თბილისი, ო.ჩხეიძის ქ. N10
ტელ: (+995) 577 606 288, HR დეპარტამენტი
დაინტერესების შემთხვევაში უნდა გააგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე – [email protected] 26 დეკემბრამდე და სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება – ქოლ-ცენტრის ოპერატორი.