პირველად საქართველოს საბანკო სექტორში პროკრედიტ ბანკი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების საერთაშორისო პროგრამაში და გაიაროთ 6 თვიანი სასწავლო პროგრამა ბულგარეთში!
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.
ლოკაცია: ბულგარეთი, ქალაქი სოფია.
უზრუნველყოფენ:
- საცხოვრებელს;
- ფრენის ხარჯებს;
- ყოველთვიურ სტიპენდიას.
პროგრამის სრული კურსი მოიცავს:
- ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
- მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
- ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
- ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
- პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
- ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ეძებენ მათ, ვინც არის:
- 22-დან 32 წლამდე;
- მიზანდასახული და ენერგიული;
- გუნდური;
- მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
- სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.
და ვისაც აქვს: - უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ინგლისური ენის მაღალი დონე;
- პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის” მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს მათს მოთხოვნებს და გსურთ “პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში” მონაწილეობა, მიმართეთ მათს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
კანდიდატთან დაკავშირება მხოლოდ, სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი,, 2016 წ.
“პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამისა” და კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.