უნივერსიტეტი Twente, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს, აცხადებს 2017 წლის სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას საერთაშორისო სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე სასტიპენდიო თანხას წლიურად 30-მდე სტუდენტისთვის გამოყოფს.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სწავლისთვის გამოყოფილი თანხა 30-მდე სტუდენტისთვის წლიურად შეადგენს 25 000-მდე ევროს, რომელიც თავის მხრივ საცხვრებელი ხარჯების ანაზღაურებასაც გულისხმობს.
აპლიკანტებს მოეთხოვებათ:
- სამოტივაციო წერილის დაწერა (250-500 სიტყვამდე);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, რაც უნდა დაადასტუროთ საერთაშორისო სერტიფიკატით: აკადემიური IELTS 6.5 (ან TOEFL iBT 90) და დამატებით 6.0 (TOEFL iBT 20)
სასწავლო წელი 2017 წლის სექტემბერში დაიწყება. სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოთ 2017 წლის 1-ლ თებერვლამდე. დამატებით ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.