იყო თუ არა სექსი საბჭოთა კავშირში? – 1924 წლის სექსუალური ქცევის კოდექსი

აქტუალური

ჩვეულებრივ, როდესაც კაცისა და ქალის სასიყვარულო ურთიერთობის თემაზე საუბრობენ, ახსენებენ 1986 წელს ,,ტელე-ხიდის ლენინგრად-ბოსტონის” მსვლელობისას საბჭოთა მონაწილის მიერ წარმოთქმულ ცნობილ ფრაზას – ,,სსრკ-ში სექსი არ არის”. თვით გამონათქვამის აბსურდულობა ნათლად წარმოაჩენს საბჭოთა საზოგადოების ფარისევლურ მორალსა და მისი კულტურის ანტისექსუალურ ხასიათს. ინტიმური ურთიერთობები სსრკ-ში ტაბუირებულ თემად იყო გამოცხადებული, ,,კომუნიზმის მშენებლის” უმანკოება კი მითოლოგიზირებული.  მაშ იყო თუ არა სექსი საბჭოეთში?

kceviskodeksi,,სექსუალური ქცევის” კოდექსი 1924 წელს გამოცემულ ბროშურაში „რევოლუცია და ახალგაზრდობა“ იყო განთავსებული. მასში ასახულია ის ნორმები და წესები, რასაც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები უნდა დამორჩილებოდნენ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

  • მუხლი 1: პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.
  • მუხლი 2: აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.
  • მუხლი 3: სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.
  • მუხლი 4: სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.
  • მუხლი 5: სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.
  • მუხლი 6: სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება.
  • მუხლი 7: სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.
  • მუხლი 8: ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.
  • მუხლი 9: სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს.
  • მუხლი 10: სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.
  • მუხლი 11: დაუშვებელია ეჭვიანობა.
  • მუხლი 12: კლასს შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.

მოქალაქეებისთვის მოცემული იყო დამატებითი ცნობარიც:

,,სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესები_ გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ_ დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ, როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ.”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები