საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში გამოსვლისას რუსი დიპლომატი გააღიზიანა

აქტუალური

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე, გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს ახალგაზრდა დელეგატის გამოსვლამ, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი გააღიზიანა. მან საკუთარ სიტყვაში დაფარული გზავნილები გაუგზავნა თათია დოლიძეს. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ,,კონკრეტულმა ქვეყნებმა” გაეროს ასამბლეა ,,ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენეს და ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთოს სოციალურ თემებთან და ადამიანის უფლებებთან”. მან ქართველებს ანგაჟირებული გამოსვლების ნაცვლად აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ მოუწოდა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

გაღიზიანება, თათია დოლიძის სიტყვაში ნახსენებმა ოკუპირებულმა ტერიტორიებმა და აქ მცხოვრები ახალგაზრდების მდგომარეობის აღწერამ, გამოიწვია. დოლიძე იკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებს შეეხო და ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევბზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას ასეთ რეგიონებთან მიმართებაში. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს დელეგატის თქმით,  რუსეთი ახალგაზრდებისთვის ხელმიუწვდომელს ხდის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ჯადაცვა და ა.შ.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად მაგალითიც კი მოიყვანა:

,, გენო პეტრიაშვილი 2005 წელს 11 წლის სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში გაიტაცეს და ასდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. 11 წლის შემდეგ, რიოს ოლიმპიადაზე, იგი ევროპის ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში და მედალოსანი გახდა. გენომ თავისი ოცნება აისრულა, თუმცა ბავშვობაში მიღებული ტრავმა მისთვის იმდენად საშინელი აღმოჩნდა რომ ის დღემდე იღებს მედიკამენტებს, რის გამოც შესაძლოა ტიტულიც კი დაეკარგა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდობის ისტორიები ყველამ უნდა გაიგოს, რათა საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერით, მათ შეძლონ გახდნენ ჩემპიონები და არა შიშისა და აგრესიის მსხვერპლნი”,- აღნიშნა თათია დოლიძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ახალგაზრდა დელეგატი არ ჰყავს, კომიტეტის განხილვას ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელი ესწრებოდა.

რუსი დიპლომატის უკმაყოფილებას თათია დოლიძემ კვლავ უპასუხა და კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რთულია და მათ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის საშუალება არ აქვთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები