8 ფაქტი, რაც ყველა აბიტურიენტმა და სტუდენტმა უნდა იცოდეს

სასარგებლო რჩევები

ხართ აბიტურიენტი ან სტუდენტი? მაშინ დროა დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლოთ. მართალია, რთულია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, თუმცა მთავარია ვიცოდეთ, რა არის ჩვენი მიზნები  და სურვილები. აუცილებელია იყოთ ფრთხილად, თუმცა იმისთვის რომ თქვენი ცხოვრება უფრო მარტივი და სახალისო გახადოთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

ბიუჯეტი, ბიუჯეტი და ბიუჯეტი

დაფიქრდით სანამ ფულს ისესხებთ ან მას სრულიად უსარგებლო ნივთში დახარჯავთ. უნდა ისწავლოთ რა განსხვავებაა საჭიროებასა და სურვილს შორის. ეცადეთ მუდმივათ დააგროვოთ მინმალური თანხა, რათა თავი დაიზღვიოთ მოულოდნელი შემთხვევებისგან. სასურველია იშოვოთ სამუშო ნახევარი განაკვეთით.

დროის მენეჯმენტი

აუცილებლად განსაზღვრეთ რაში რა დრო გეხარჯებათ და ამის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი სასწავლო თუ სამუშაო დღე. ეს დაგეხმარებათ იყოთ მეტად მობილიზებულები და დრო დაუთმოთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც გინდათ.

სისტემა არ არის თქვენი მტერი

ნუ ეცდებით პრობლების მოგვარებას აგრესიული გზებით. სასწავლებელში მოძებნეთ ვინმე, ვისაც ამ საკითხზე დაელაპარაკებით. იყავით მეტად ლოიალურები და პრობლემის გადაჭრის მშვიდი ფორმა მოძებნეთ.

ხალხი ყოველთვის რაღაცას ამბობს. ისწავლეთ მათი იგნორი

მნიშვნელოვანია თქვენი რეაგირება სოციალურ გარემოზე. ახალი ადამიანები და ურთიერთობები ცვლიან თქვენს ცხოვრებბას. ზოგიერთის შეფასება გხვდებათ გულზე და გიქმნით უარყოფით განწყობას. ეცადეთ თავი აარიდოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მომაბეზრებლები არიან და თქვენი გულის ტკენას ცდილობენ.

სტჟირება და დაქირავება

ხელიდან არ გაუშვათ შანსი იმუშაოთ სტაჟირებით. ეს დაგეხმარებათ გამოცდილების მიღებაში, რაც სწავლის შემდგომ დასაქმების პერსპექტივას გულისხმობს.

დაბნეულობა

არ იცით სწორია თუ არა თქვენი არჩევანი პროფესიასთან დაკავშირებით? არ ინერვიულოთ, უამრავი უნივერსიტეტი  და მიმართულება არსებობს, რომლებზეც სწავლა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს კარგიც კია, ახალი სასწავლებელი მოქცემთ შესაძლებლობას აღმოაჩინოთ ინტერესის განსხვავებული არეალი და შესაძლოა საკუთარი თავიც.

დასახული მიზნის მიღწევა

სასწავლებელი ის ადგილია, სადაც თქვენი ცნობიერების არეალი იხსნება. ეს არის წინა პირობა თქვენი წარმატებული ცხოვრებისა. სასწავლებლისა და საკუთარი თავისგან მაქსიმუმი მოითხოვეთ, რათა თქვენი მიზანი შესრულდეს.

ჯანმრთელობა

იმისთვის რომ ყველა ზემოთ მოცემული რჩევა შეასრულოთ, დაგჭირდებათ ენერგია, სიჯანსაღე და მოტივაცია. დღეში ცოტა ხნით ვარჯიშიც კი მოგადუნებთ და მოგცემთ ენერგიას, ამასთანავე შეძლებთ წონის შენარჩუნებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები