აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს სამთვიან სტაჟირების პროგრამას მუზეუმის ბიბლიოთეკის, ფონდების მართვის და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების განყოფილებებში (ჯამში 9 ვაკანსია)
ბიბლიოთეკის მიმართულების სტაჟიორის საქმიანობა მოიცავს:
- ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგიზაციის პროგრამაში მუშაობას, ბიბლიოთეკის თემატურ სისტემატიზაციას.
- მუზეუმის ფონდების მართვის სტაჟიორის საქმიანობა მოიცავს მუზეუმის სხვადასხვა კოლექციების აღწერა/კატალოგიზაციას, Microsoft Office Excel-ის პროგრამაში ექსპონატების აღრიცხვას.
- საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტაჟიორის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ასაკზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას, მუზეუმში მოსული დამთვალიერებლისათვის ტურის ჩატარებას ასევე ინგლისურენოვან ბავშვებთან მუშაობას სპეციალურად მათთვის მომზადებული ინგლისურენოვანი პროექტის მიხედვით.
- აღნიშნული პოზიციის წარმომადგენლები გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით ახორციელებენ შიდა საქმიანობის ეფექტურ კოორდინაციას ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და მენეჯერებთან თანამშრომლობით, შიდა პროგრამულ და საორგანიზაციო საკითხებზე და ა.შ.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბიბლიოთეკის მიმართულების სტაჟიორის პასუხისმგებლობები:
- კატალოგიზაციის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
- ბიბლიოთეკის თემატურ სისტემატიზაციაში მონაწილეობა.
მუზეუმის ფონდების მართვის სტაჟიორის პასუხისმგებლობები:
- მუზეუმის ფონდებში ექსპონატების აღწერა;
- მუზეუმის ექსპონატების შენახვასა და მოვლაში მონაწილეობა;
- კოლექციების შედარება/დაზუსტების პროცესში ჩართვა;
- მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტაჟიორის პასუხისმგებლობები:
- ჩართულობა ახალ საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვაში
- მიმდინარე პროგრამებში ასისტენტობა
- ტურის ჩატარება დამთვალიერებლისათვის
გამოცდილება/კვალიფიკაცია:
- სასურველია სამუზეუმო, სახელოვნებო, საბიბლიოთეკო და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტი/ბაკალავრი
- რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
- Microsoft Office Excel-ის სრულყოფილი ცოდნა
- ზოგადი უნაარ – ჩვევები: პასუხისმგებლობის გრძნობა, მოტივირებული, კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირება უფასოა, სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზუმე ფოტოსურათით ( CV ) და სამოტივაციო წერილი 2016 წლის 22 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
აუცილებელია მიუთითოთ შერჩეული მიმართულების დასახელება.
დაუკავშირდებიიან მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.