თსუ-ის რექტორობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს

აქტუალური

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დაკავების სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა სურვილი.
რეგიტრაცია 14 სექტემბერს, 18 :00 საათზე დასრულდა და თსუ-ის რექტორობის სურვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, უნივერსიტეტის პროფესორმა ცირა ბარამიძემ და ყოფილმა პროფესორმა გია ბარამიძემ გამოთქვეს.

☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼

რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში 23 სექტემბერს გაიმართება. თსუ-ის ხელმძღვანელი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს და 36 წევრიდან მომავალ რექტორს მინიმუმ 19 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

რექტორის პოსტი ვაკანტური ვლადიმერ პაპავას გადადგომის შემდეგ გახდა. მმართველის გარეშე დარჩენილმა უნივერსიტეტმა მოგვიანებით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რექტორის მაშინდელი მოადგილე დარეჯან თვალთვაძე აირჩია, რომელიც ამ თანამდებობას ამ დრომდე იკავებს.

რა მოლოდინი აქვს განათლების მინისტრს თსუ–ის რექტორის არჩევნებთან მიმართებაში

ქეთი არის© გიგოლაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები