“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ. კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ღრმა ინტერესი გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. სტაჟირება გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის მუშაობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის საქმიანობასა და მართვაში.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაო ადგილი: თბილისი/ბათუმი/ქუთაისი/ზუგდიდი/თელავი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით;
ხანგრძლივობა: 3 თვე (ოქტომბერი-დეკემბერი, 2016)
ხელმძღვანელი: HR მენეჯერი (თბილისის წარმომადგენლობა), რეგიონული კოორდინატორი (რეგიონული წარმომადგენლობები)
ძირითადი მოვალეობები:
- ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, როგორიცაა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
- კვლევის პროცესში მონაწილეობა;
- სხვადასხვა მონაცემების, მათ შორის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სხვადასხვა ღინისძიებებზე დასწრება და მათ შესახებ შესაბამისი პროექტის გუნდის ინფორმირება;
- მედია რეპორტაჟების მონიტორინგი და შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება.
შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ HR მენეჯერთან/რეგიონულ კოორდინატორთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პოლიტოლოგიის, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამისი სპეციალობის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Excel და ინფორმაციის მოძიება);
- ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
- მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
- “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მისიისა და მანდატის სიღრმისეული გააზრება.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
- რეზიუმეს / CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).
სასურველი ოფისის მდებარეობის და თქვვენი არჩევანის შესაბამისად, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ “სტაჟირება – თბილისი”, “სტაჟირება – ბათუმი”, “სტაჟირება – ქუთაისი”, “სტაჟირება – ზუგდიდი” ან “სტაჟირება – თელავი”.
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 18 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.