ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი _ იდეა, რომელმაც 100 000 ლარი დაიმსახურა

აქტუალური

14302427_305617296470799_1663080813_nCnick (კნიკი) არის ხის ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც გარდა საფულის ფუნქციისა, აქვს უნარი შეინახოს თქვენი პირადი სამედიცინო ინფორმაცია. ჭკვიანი ბეჭდის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტს გაუჩნდა პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის ფარგლებში. სტუდენტების ამ პროექტმა გაიმარჯვება და 100 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა.

Cnick-ის ოპერაციების დირექტორის, გიორგი მიქაცაძის თქმით, ბეჭედი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ხელის ერთი მოძრაობით შეასრულოს გადახდის ოპერაცია ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა).

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

,,ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ ფუნციის საშუალებით „კნიკს“ მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. „კნიკი“ აბონემენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც ითავსებს, რისი მეშვეობითაც ის სრულიად ანაცვლებს საფულეს”,-  აღნიშნა გიორგი მიქაცაძემ.

მომხმარებელს შეეძლება შეარჩიოს საკუთარი ბეჭდის დიზაინი, შეურჩიოს სასურველი ფერი და დაიტანოს მასზე ნებისმიერი წარწერა.

14256219_305617299804132_1296638993_n,,ამ პროიექტის უპირატესობა მისი მასშტაბურობა და ინოვაციურობაა. რა თქმა უნდა, გვყავს კონკურენტები მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს”,- განმარტა Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას გიორგი მიქაცაძე აღნიშნავს, რომ, ძირითადად, კომპანიებისგან სხვადასხვა ლიცენზიისა და სერთიფიკატის მოპოვებას გეგმავენ, რათა მათი სერვისი მიებას ბეჭედს და იგი მეტად მრავალფუნქციური გახადონ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები