სტუდენტთა სწავლის დასაფინანსებლად მერიაში განაცხადების მიღება დაიწყო

აქტუალური

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღება დაიწყო.

☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტუდენტებმა 20 ნოემბრის ჩათვლით კოსტავას №72-ში უნდა წარადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი ცოსიალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემეტრის სტუდენტისა);
  • I სემესტრის სტუდენტებისთვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების და შედეგების შესახებ ცნობა;
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემეტრის სტუდენტისა);
  • სამოტივაციო წერილი.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები