სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტოების კონკურსი გამოცხადდა

კონკურსები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,მეცნიერების პოპულარიზაციის” პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო  თემაზე შექმნილი ფოტოების კონკურსს აცხადებს.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:

  • პირველ ნომინაციაში 2016 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის სამეცნიერო ფესტივალთან დაკავშირებული ფოტო ნამუშევრებისსაფუძველზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
  • მეორე ნომინაციაში – 2015 წლის მეცნიერებისა და ინვოაციების საერთაშორისო კვირეულზე გადაღებული საუკეთესო ფოტოს საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული კონკურსანტი.

პირველ ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი მიიღებს 1250 ლარს, მეორე გამარჯვებული – 875 ლარს, მესამე გამარჯვებული კი 625 ლარს.

მეორე ნომინაციაში გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს 625 ლარს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ამასთან ამოირჩევა 40 საუკეთესო ნამუშევარი და გამოიფინება სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს.

თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ამსახვები ერთი ან რამდენიმე (5-მდე) ფოტოსურათისგან შემდგარი სერია.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აიტვირთოს ელექტრონულ მისამართზე http://mes.gov.ge/contest/#!Home.html

ნამუშევრების ატვირთვის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი.

გამარჯვებულებს დაჯილდოება გაიმართება 25 სექტემბერს.

დეტალები კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები