“ჩემი ოფისი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
- საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება;
- ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
- ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
- საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
- ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- დოკუმენტაციის და ოფიციალური წერილების შედგენა;
- კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ასაკი 20 წლიდან 28 წლამდე;
- განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- ანაზღაურება 500-600 ლარი.
- გრაფიკი: 09:00-დან 18:00-ის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟიორი” ან “ოფისის მენეჯერი”. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.