შაორის ბანაკში სტუდენტთა რეგისტრაცია 18 ივლისს დასრულდება

კონკურსები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ამაწლის 21 ივლისიდან, 18-დან 29 წლამდე სტუდენტებს გიწვევთ ,,მომავლის ბანაკში“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაბა შაორი).

ბანაკში ჩართული იქნება 1280 ახალგაზრდა. ახალგაზრდების გამგზავრება დაგეგმილია ათ ნაკადად.

პირველი ხუთი ნაკადის რეგისტრაცია დასრულდება 18 ივლისს.

უპირატესობით ისარგებლებენ კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:

  • „ნიშნების ფურცელი“;
  • ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ;
  • ცნობა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ;
  • ცნობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრობის შესახებ;
  • სავალდებულოა ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა N 100.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ბანაკში დაგეგმილია საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული აქტივობების განხორციელება.

ბანაკის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ: პირადობის მოწმობა, პირადი ჰიგიენის ნივთები, თეთრეული, თბილი ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი.

,,მომავლის ბანაკს“ აქვს წესდება, რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა მონაწილისთვის.

აპლიკაციის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაიარეთ ავტორიზაცია. აირჩიეთ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, მომავლის ბანაკი, თქვენთვის სასურველი ნაკადის ტიპი, ატვირთეთ საჭირო ინფორმაცია და გამოაგზავნეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირები:
ნატო ბარბაქაძე – 555 94 30 56
ანა სანთელაძე – 598 27 44 17

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები