ალბათ, ხშირად გსმენიათ მსოფლიოში ცნობილ მსახიობებზე, მომღერლებზე თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანების შესახებ, რომ ვიდრე ისინი მსოფლიოში აღიარებულნი გახდებოდნენ და დიდძალ ქონებასაც დააგროვებდნენ, საკმაოდ დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობდნენ.
ამჯერად გაგაცნობთ ინფორმაციას მსოფლიოში ცნობილი მწერლების შესახებ, იმის შესახებ თუ რას საქმიანობდნენ, ვიდრე მათი ბესტსელერები მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდნენ.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტეფან კინგი – ვიდრე კინგი მსოფლიოში ცნობილი მწერალი გახდებოდა ის, სკოლაში დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. სხვათა შორის, ერთ-ერთი რომანის ,,კერი” (Carrie) დაწერის იდეა, სკოლაში მოსწავლე გოგონას კარადის დალაგებისას დაებადა.
ჯეკ ლონდონი – სან ფრანცისკოში ცხოვრებისას ის ხამანწკების ქურდობით ირჩენდა თავს და მას მეტსახელა ,,ხამანწკების მეკობრესაც” უწოდებნენ.
ჰარპერ ლი – პულიტცერის პრემიის გამარჯვებული მწერალი, ვიდრე ,,ნუ მოკლავ ჯაფარას” გამოაქვეყნებდა, ნიუ იორკში ავიაბილეთების ოპერატორად მუშაობდა.
ჯონ გრიშემი – ვიდრე ის თავის წიგნებს 275 მილიონ ეგზემპლარად გაყიდდა, სანტექნიკოსად მუშაობდა და ამ საქმიანობით ირჩენდა თავს.
ჩარლზ დიკენსი – ,,დევიდ კოპერფილდის” ავტორი, როგორც ცნობილია, ფეხსაცმელების გასაპრიალებელ ქარხანაში მუშაობდ,ა სადაც ის 12 წლის ასაკში გაგზავნეს.
ნიკოლას სპარკსი – ის სატელეფონო გაყიდვების აგენტად იყო დასაქმებული. ვიდრე მსოფლიო მის ბესტსელერს ,,notebook”-ს გაეცნობოდა, ის ტელეფონით სტომატოლოგიურ პროდუქციას ყიდდა.
ჯორჯ ორუელი – ის ინდოეთის პოლიციის ოფიცერი გახლდათ. ,,1984-ის” შემქმნელი, როგორც ჩანს, ამ სამსახურში თავადვე ასრულება ,,დიდი ძმის” როლს და, ალბათ, ასე კარგად ამიტომაც წარმოაჩინა წიგნში ეს პერსონაჟი.
აგატა კრისტი – ვიდრე ის საზოგადოებას თავისი დეტექტივებით თავბრუს დაახვევდა, ფარმაცევტის ასისტენტად მუშაობდა. აგატა კრისტიმ თავისი ცოდნა ფარმაციის სფეროში ნოველებშიც კარგად გამოიყენა.
წყარო: lifehack.org