ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი” ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. “მრჩეველი” ფლობს სატელიტ ლაბორატორიას ერევანში, კურიერულ სამსახურს ქუთაისში; ასევე ფილიალებს მარნეულსა და ბათუმში. “მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. “მრჩეველი” უკვე 14 წელია ჩართულია ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას (http://www.mrcheveli.com).

სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი

მოვალეობები:

  • კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • სოციალური ქსელისთვის მასალების თარგმნა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/შესაძლებელია სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კრეატიულობა.

ვაკანსიით დაინტერესებული აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2016 წლის 16 ივნისის ჩათვლით. სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები