თეორია იმის შესახებ, რომ მუსიკის კონკრეტული ჟანრი შესაძლოა სწავლაში დაგვეხმაროს და ჩვენი მეხსიერება გააუმჯობესოს, სრული სიმართლეა.
ჯერ კიდევ 1960 ბულგარელმა ფსიქიატრმა გიორგი ლოზანოვი 30 წლის განმავლობაში განიხილავდა და სწავლობდა მუსიკის ზემოქმედებას სწავლასა და მეხსიერებაზე. სწორედ იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაადგინა თუ რომელი მუსიკალური სტილი იყო საუკეთესო მეცადინეობისთვის. დიახ, თქვენი ვარაუდი ნამდვილად ჭეშმარიტია, ეს რა თქმა უნდა, კლასიკური მუსიკა აღმოჩნდა.
მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული ნიუანსები
კერძოდ სწავლის პროცესი სამ ეტაპად იყოფა და თითოეულისთვის რეკომენდირებულია კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოები.
- ე.წ რელაქსაციის, ანუ განტვირთვის სტადია, რომელიც სწავლის დაწყებამდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ლოზანოვის აზრით 3-5 წუთის განმავლობაში განმტვირთველი კლასიკური მუსიკის მოსმენა გაზრდის მეცადინეობისას ინფორმაციის ათვისების ხარისხს. მაგალითისთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ Claude Debussy’s Deux Arabesques
- ამას მოსდევს აქტიური სწავლის ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის ძირითადი ნაწილის ათვისება, ამ დროის მონაკვეთში რეკომენდირებულია კლასიკური მუსიკის უფრო ექსპრესიული ნაწარმოებები. მაგალთად: Tchaikovsky’s Concerto No. 1 in B flat minor for Piano and Orchestra
- მესამე ფაზა არის მეხსიერების კონსოლიდაციის ფაზა, როდესაც თქვენ აჯამებთ მიღებულ ცოდნას, ინფორმაციის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის კი ლოზანოვი გვირჩევვს პასიურ, მელოდიურ კონცერტს. მაგალითად: Corelli’s Concerti Grossi, Op. 6, No. 2