სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

“პსპ აფთიაქი” აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის თანამდებობაზე გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • მარკეტინგული აქციების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული კომუნიკაციების მართვაში მენეჯერის ასისტირება;
  • აფთიაქებში განხორციელებული სხვადასხვა სარეკლამო აქტივობების მართვა;
  • მარკეტინგულ კვლევებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგში/ბიზნესის ადმინისტრირებაში, სოციალურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის)

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • კრეატულობა
  • ინიციატივიანობა
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
  • გუნდში მუშაობის უნარი

პირობები:

  • სტაჟირების ვადა – 3 თვე
  • სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად. სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივნისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები