თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური და ვიცეპრეზიდენტები, პაატა ბახტურიძე და თორნიკე ცინაძე დღეიდან თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ისინი საგანგებო განცხადებას დღეს 5 სთ-ზე გააკეთებენ.
გარდა ამისა, როგორც ,,სტუდენტურ ამბებთან” საუბრისას შალვა საბაურმა განაცხადა, მათვე მიიღეს გადაწყვეტილება მაისში ჩასატარებელი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები არაუმეტეს 6 თვის ვადით გადადონ. როგორც საბაური განმარტავს, მათი თანამდებობების დატოვების შემდეგ თვითმმართველობას მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რაც შეეხება მოვალეობის შემსრულებლის არჩევას, შალვა საბაურის ინფორმაციით, მას სავარაუდოდ დღეს 7 საათზე დელეგატთა საერთო კრებაზე აირჩევენ. მისივე თქმით, მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე სავარაუდო კანდიდატები არიან თვითმმართველობის წევრები, შოთა კეჟერაშვილი, ტატო ირემაძე და ბახვა კვირიკაშვილი.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი