უნივერსიტეტი ასუქებს!

აქტუალური

კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ სტუდენტებს შორს, რომლებმაც სკოლის მშობლიური მერხები აუდიტორიის უხეშ სკამებზე სულ ახლახანს გაცვალეს, შეინიშნება წონის მატების ტენდენცია. ამ მოვლენას ჩრდილოეთ ამერიკაში უწოდეს “freshman 15”, იმაზე დაყრდნობით, რომ უნივერსიტეტში სწავლის პირველ წელს  სტუდენტი წონაში საშუალოდ  7 კილოგრამს (ანუ 15 ფუნტს) იმატებს.

წონის მომატების პრობლემა პირველკურსელების თითქმის ორ მესამედს აწუხებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ სტუდენტები წონაში ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანზე დაახლოებით 5-ჯერ უფრო ინტენსიურად იმატებენ.

ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია,რომ წონის მომატების პრობლემა დაკავშირებულია ორგანიზმის სტრესულ გარემოში მოხვედრასთან, ალკოჰოლის მიღებასთან, არაჯანსაღ კვებასა და ფიზიკური დატვირთვის სიმწირესთან. ამის აღმოსაფხვრელად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ გაუმკლავდეთ ჭარბ წონას:

  • გაავსეთ მაცივარი სასარგებლო მსუბუქი საკვებით, როგორიცაა: ყველი, სტაფილო ყურძენი, ბანანი დ.ა.შ
  • ჩააანაცვლეთ შაქრისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს შიმშილის გრძნობას, ჩვეულებრივი წყლით.
  • იყავით აქტიური, იარეთ ფეხით მეტი, დაიწყეთ დარბაზში ვარჯიში, ან ჩაეწერეთ რომელიმე სპორტულ სექციაში.
  • ჭამეთ რეგულარულად, განსაკუთრებით ყურადღებით დაგეგმეთ თქვენი საუზმე, ვინაიდან სწორედ დილით თქვენ მარაგდებით ენერგიით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაგეხმარებათ ტესტებისა და ლექციებზე უკეთ კონცენტრირებაში.
  • საკმარისი ძილის საათების მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც ორგანიზმი 6 საათ ძილზე ნაკლებს ღებულობს, იცვლება ჰორმონთა დონე, რომელიც აკონტროლებს მადასა და მეტაბოლიზმს. ასევე ადამიანები, რომლების ვერ იღებენ საკმარისი ძილის რაოდენობას,ცდილობენ ენერგიის უკმარისობის სწორედ მავნე და მაღალკალორიული საკვებით ანაზღაურებას.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები