სამხრეთ ფლორიდისა და როდ-აილენდში მდებარე ბრანტის უნივერსიტეტები სთხოვენ სტუდენტებს არ გადაიღონ სელფები უშუალოდ გამოსაშვებ ცერიმონიალზე.
ბრანტის უნივერსიტეტის პრეზიდენტი რონალდ მაჩტლი ამბობს,რომ თუ 800-ზე მეტი სტუდენტი მასთან ერთან გადაიღებს სურათს დიპლომის მიღებისას, ეს წარმოუდგენლად გაწელავს ისედაც მრავალსაათიან ცერემონიას.
როგორც ჩანს, უნივერსიტეტი ამ საკითხს საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა. ის აძლევს საშუალებას სტუდენტებს სურათები გადაიღოს 19 მაისს ცერემონიალის დაწყებამდე, ან მის შემდეგ.
სტუდენტებში ამ აკრძალვამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმეტესობამ არ ჩათვალა ახალი წესი “კატასტროფად” , ზოგიერთი სელფის მოყვარული საკმაოდ გულდაწყვეტილი დარჩა, ზოგმა კი განაცხადა, რომ არც გაელვია აზრად რამე მსგავსის გაკეთება.
იმ დროს, როდესაც ფლორიდის და ბრანტის უნივერსიტეტი კრძალავენ სურათების გადაღებას, რიპონის კოლეჯი პირიქით უბიძგებს სტუდენტებს რაც შეიძლება მეტად გააშუქონ გამოსაშვები ცერემონიალის ამბები სოციალურ ქსელებში. ამისთვის ისინი გეგმავენ სელფების აპარატის დადგმასა და სპეციალური ჰეშთეგის შემუშავებასაც.