ყველა სტუდენტს ადრე თუ გვიან ნაბიჯ-ნაბიჯ უმცირდება მოტივაცია. “რისთვის მჭირდება მე ეს?”, “აღარ შემიძლია”, “ყველაფერი მომბეზრდა”. მსგავსი აზრები ძირითადად სემესტრის ბოლოსკენ ჩნდება, როდესაც გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ხოლო პროდუქტიულობა ძალზედ დაცემულია. ჰარვარდის უნივერსიტეტი ამ საკითხს მთელი სერიოზულობით მოეკიდა. იქაური სტუდენტებისთვის არსებობს გამონათქვამთა მცირე ჩამონათვალი, რომელიც ახსენებს მათ თუ რისთვისაა სწავლა საჭირო.
- თუ ახლა დაიძინებ სიზმარს იხილავ, ხოლო თუ ისწავლი შენ ამ სიზმარს რეალობად აქცევ.
- როდესაც ფიქრობ, რომ უკვე ძალიან გვიანია, სინამდვილეში ჯერ ზედმეტად ადრეა.
- სწავლისგან მიღებული ტკივილი დროებითია, უმეცრებისგან – მარადიული.
- სწავლება დროის საკითხი კი არ არის, არამედ ძალისხმევისა.
- მხოლოდ ისინი მიაღწევენ წარმატებას, რომლებიც სხევებზე მეტს ცდილობენ და ყველაფერს უფრო სწრაფად აკეთებენ.
- ცოტას თუ შეუძლია ყველაფერში წარმატების მიღწევა. საწადელს მხოლოდ დისციპლინირებულები და გამბედავები აღწევენ.
- დრო მიქრის.
- თუ დღეს არ მიდიხარ, ხვალ სირბილი მოგიწევს.
- ადამიანები, რომლებიც მომავალში ინვესტიციებს დებენ, რეალისტები არიან.
- შენი განათლების დონე მომავალ გასამრჯელოსთან პირდაპირ კავშირშია.
- როდესაც დღევანდელი დღე ჩაივლის, ის აღარასდროს დაბრუნდება.
- მთელი ცხოვრება სწავლას არ მიეძღვნება, მაგრამ თუ შენ არ შეგიძლია მისი ამ მცირე მონაკვეთის გადალახვა, საერთოდ რისი მაქნისი ხარ?