ამერიკის ინოვაციური კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ. ქართველი 18 წლის სტუდენტი ნიკოლოზ გაჩეჩილაძე თავისი ინოვაციური იდეით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო კონკურსის Global Innovation through Science and Technology ფინალში მოხვდა.
გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოვლინდნენ. კონკურში სულ 104 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
ნიკოლოზ გაჩეჩილაძე საერთაშორისო კონკურსის ერთადერთი ქართველი მონაწილეა. მისი ინოვაციური იდეა, სახელწოდების MotionX ტექნოლოგიის განვითარებას ეხება, რომელიც ვიდეო გადაღების ავტომატიზირებას გულისხმობს. იდეა საშუალებას მისცემს სასწავლებელ დაწესებულებებს, თავისი ლექციები/გაკვეთილები მინიმალურ ფასად გადაიტანონ ონლაინ რეჟიმში.
ქართველი სტუდენტის იდეა 15 საუკეთესოს შორის მოხვდა. ფინალისტები ივნისში მეწარმეობის განვითარების სამიტზე გაემგზავრებიან.
წყარო: bpn.ge