“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ანაზღაურებად საზაფხულო დასაქმებას ფიზიკური პირების განვადების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ახალციხეში.
სამუშაო პირობები:
- სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა);
- განსაკუთრებული მინიშნება: პროექტის ხანგრძლივობა 3 თვე, დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი მოვალეობები:
- გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებთან კომუნიკაციის მართვა;
- გადახდის პირობების შეთავაზება და შესაბამისი გრაფიკის გაწერა;
- ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და პაციენტთან გაფორმება;
- დავალიანების მქონე პაციენტების დოკუმენტაციის მოგროვება შესაბამისი განყოფილებებისათვის მიწოდების მიზნით;
- პროგრამაში დაფიქსირებულიი დავალიანების მქონე პაციენტების ინფორმაციის შედარება რეესტრთან;
- დავალიანების მქონე პაციენტებზე რეპორტის მომზადება ყოველდღიურად;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- პრიორიტეტულია ექსელის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მაისი, 2016
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს. რეგიონებში დასაქმების მსურველებმა თქვენი რეიზუმე გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება და დასაქმების სასურველი ადგილი, ასე მაგალითად – „ფიზიკური პირების განვადების სპეციალისტი-ფოთი“
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.