ყურბან საიდი – “ალი და ნინო”

ლიტერატურული გვერდი

წიგნის ავტორის, ყურბან საიდის ნამდვილი სახელი და გვარია ლევ ნასიმბაუმი, რომელიც 1905 წელს ბაქოში დაიბადა. ახალგაზრდობაში მაჰმადიანობა მიიღო და ასად ბეი დაირქვა.

“თუ ვინმე ჩვენს ქალაქში სასამართლოს ეძიებდა, კედლის იქითა მხარეს, რუს მოსამართლესთან უნდა წასულიყო.  თუმცა ასე ცოტანი იქცეოდნენ. იმიტომ კი არა, რომ რუსი მოსამართლეები ცუდები ან უსამართლონი იყვნენ. არა, შეიძლება შემწყნარებლები და სამართლიანებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი ჩვენს ხალხს არ მოსწონდა. ქურდებს აპატიმრებდნენ, მაგრამ ისინი სუფთა საკანში ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ, თანაც შაქრით. ჩვენი ხალხი ამაზე მხრებს იჩეჩავდა და სამართალს თვითონვე ეძიებდა. მომჩივანნი ისხდნენ და შარიათის, ალაჰის კანონით ასამართლებდნენ: “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.”

წიგნი, სადაც ნათლად ჩანს კონტრასტი ქრისტიანსა და მაჰმადიანს შორის. განსხვავებული კულტურა, განსხვავებული ფასეულებები და სხვადასხვა ყოველდღიური აუცილებლობა. ისტორია ქრისტიანისა და მუსლიმის სიყვარულზე, მათ შორის არსებულ უფსკრულსა და სირთულეებზე მოგვითხრობს. ცდილობენ, ერთმანეთის ყოველდღიურებას ფეხი აუწყონ და პატივი სცენ ერთმანეთის აღმსარებლობას.

“ჩვენი ქალაქი უამრავ საიდუმლოს იტევს. მისი ყოველი კუთხე-კუნჭული სავსეა საოცრებებით. მე მიყვარს ეს საოცრებები, ეს კუთხეები, ღამით მოჩურჩულე სიბნელიე და მდუმარე მედიტაცია მეჩეთის მტვრით დაფარულ ეზოში.”

აზერბაიჯანელ ალის უყვარს მისი ქვეყინის მტვერი და უსასრულო უდაბნოები, ქართველ ნინოს კი ხეები და სიმწვანე იზიდავს. მიუხედავად უამრავი განსხვავებისა, მაინც პოულობენ საერთოს და ერთმანეთისთვის ცხოვრებას მარტივად სწავლობენ. მათთვის მიღებული მეთოდებითა და ტრადიციების დაცვით. მათ სწამთ წარსულში არსებული ტრადიციების და ცდილობენ შემოინახონ, თუმცა ახალსაც მარტივად ითვისებენ, ევროპისთვის დამახასიათებელს სწავლობენ, იყენებენ, მაგრამ ამას ტრადიციების ხარჯზე არ აკეთებენ. ტრადიცია რჩება ტრადიციად.

“სიეიდ მუსტაფა წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო. მუსტაფა დღეში ხუთჯერ ლოცულობდა. ფეხის ქუსლებზე ცარცით იწერდა ურჯულო ხალიფა იაზიდის სახელს, რათა ყოველდღიურად მტერი ფეხით გაეთელა.”

“-ახლა შენ მას სძულხარ. ასეთ დროს ყველა ქალს სძულს თავისი ქმარი. უწინ ქალს მშობირობის შემდეგ ცხვარი უნდა დაეკლა და მისი სისხლით ქმრისა და ბავშვის დაბადების ადგილები მოერწყა, რომ მშობიარობის დროს წყევლით ნათქვამი ბოროტება განედევა.”

” პირველი ცეკვა ჩემთან . -დაიძახა ილიას ბეგმა. ნინომ კითხვის ნიშნად გამომხედა. მე თავი დაუქნიე, რადგან ცუდად ვცეკვავი, ილიას ბეგისთვის კი ნინოს მინდობა შეიძლებოდა.

მე, რა თქმა უნდა, ეს გათვალისწინებული მქონდა და ცეკვის წინ ილიას ბეგს ჩემი ხანჯალი მივეცი. ასე რომ, ნინოს მანდილი იატაკზე ჩემი ხანჯლის წვერით იყო დამაგრებული. ნათქვამია: “ვიდრე აქლემს ალაჰს მიანდობ, ჯერ შენს ბაგაზე მაგრად მიაბიო.”

მათი სიყვარული ბევრისთვის მაგალითია, ბევრისთვის კარგი მოგონება, თუმცა ფაქტია, რომ მათ არ ივიწყებენ და მათდამი პატივისცემას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. 2010 წელს ბათუმში დაიდგა ალის და ნინოს მოძრავი სკულპტურა.

 

სოფიკო კვირიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები