საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი “SPAR”, რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
“SPAR”-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული – მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
“SPAR Georgia” – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით;
- MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას MS Excel-ში. კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით . გთხოვთ, სათაურის ველში – “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში“ . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.