ვაკანსია სტუდენტებისთვის საგამომცემლო კომპანიაში

დასაქმება

საგამომცემლო კომპანია “ნოტა ბენე” აცხადებს ვაკანსიას გამომცემლობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია “ნოტე ბენე” არის ახალი ქართული გამომცემლობა, რომელმაც უკვე განახორციელა პირველი წარმატებული პროექტი ახალ, უნიკალურ გამოცემასთან დაკავშირებით, დეტალები იხილეთ აქ.

ჩვენ ვეძებთ წიგნის მოყვარულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ ლიტერატურულ და საგამომცემლო სფეროში მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსთამთავრებული (უპირატესად განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით)
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (არანაკლებ B2 დონეზე)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია საგამომცემლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სათარგმნი ან გამოსაცემი ლიტერატურის სარედაქციო ან მთარგმნელობითი საქმიანობის კოორდინირება
  • სათარგმნი ან გამოსაცემი ლიტერატურის საავტორო უფლებებზე მოლაპარაკების წარმოება
  • მთარგმნელობით და საგამომცემლო სფეროში ახალი კონტაქტების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება, გაფართოვება
  • უცხოელ გამომცემლებთან კონტაქტის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება
  • არსებულ და ახალ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების მართვა
  • მიმდინარე პროექტების კოორდინაცია
  • სტუმრების მიღება, საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
  • საქმიანი მიმოწერის წარმოება, სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელბა და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა.

დამატებითი მოთხოვნები:

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

  • საქმიანი მოლაპარაკების წარმოება
  • პროექტების მართვის გამოცდილება
  • საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე.
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  • მოქნილობა, დიპლომატიურობა
  • ენთუზიაზმი
  • ორგანიზებულობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით);
  • შრომის ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის N 7

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: [email protected] 2016 წლის 23 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის გამომცემლობის მენეჯერის ასისტენტი.

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 215 91 91

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები