5 თვისება, რომელიც ყველა სტუდენტს ახასიათებს

მხიარული ინფო

ალბათ, დაკვირვებიხართ რომ ყველა სპეციალობის სტუდენტები კონკრეტული მახასიათებლებით გამოირჩევიან. თუმცა არის თვისებები რომლებიც ყველა მათგანს აერთიანებს. კომენტარებში შეგიძლიათ თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ

1.მუდმივად ძილის ნაკლებობას განიცდიან

110323105211-large

მართალია მსგავსი პრობლემა სტუდენტებს თითქმის მთელი წლის განმავლობაში აქვთ, მაგრამ არის პერიოდი როცა სტუდენტებს ხშირად ნახავთ ,,ზეზეულად მძინარეს”. მიზეზი ერთია – გამოცდები, შესაბამისად სტუდენტების უმეტესობა ღამეს მეცადინეობაში ატარებს და ცდილობს სასწავლო მასალების მთელი დასტა ერთ ან მეტ ღამეში მოამზადონ. შესაბამისად მათი ძილი ღამის განმავლობაში სულ 3 საათს შეადგენს.

2. სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურები არიან

despicable-me-social-life

გამოცდების დროს ღამეების თევის გარდა სტუდენტებს ხშირად შაბათ-კვირის გატარებაც წიგნებთან ერთად უწევთ, ამიტომაც სოციალური ქსელებისა და აქტივობებისთვისაც იშვიათად იცლიან. ზოგიერთის შემთხვევაში კი მეცადინეობის გადამკიდე შეყვარებულსაც მხოლოდ სიზმარში ნახულობს (ისიც თუ დაძინება მოასწრო).

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

3. ლექციის მოსმენა = ძილს

sleeping-in-class-cartoon-950x421

როგორც აღვნიშნეთ, სტუდენტებს ძილი მუდამ აკლიათ, ამიტომაც ალბათ ყველა სტუდენტს ერთხელ მაინც უგემია ლექციის დროს ტკბილი ძილი.

4. დილა

me-every-morning-when-my-alarm-goes-off

მას შემდეგ რაც მთელი ღამე მეცადინეობაში გაატარა და დილას მაღვიძარამ დარეკა, კიდევ 5 წუთს დაიძინებს, ფაცი-ფუცით უწევს უნივერსიტეტში წასასვლელად გამზადება და ხშირად ამიტომაც რამდენიმე დღე შესაძლოა ერთი და იგივე ტანსაცმელიც ეცვას. ამიტომაც ნუ იფიქრებთ, რომ სტუდენტის გარდერობი მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმლით შემოიფარგლება.

5. მწირი ფინანსები

empty-pocket

სტუდენტების უმრავლესობა ალბათ ფინანსების სიმწირეს განიცდის, ამიტომაც თუ მათი გახარება გსურთ დაპატიჟეთ სადილზე, რადგან მსგავსი შეთავაზება მათთვის ხშირად ღარიბი ადამიანის დახმარების ტოლფასია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები