სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი” და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში“ აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (სჰს)
მონაწილეობის პირობები:
- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;
- გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის (მე-2, მე-3, მე-4 კურსის) და მაგისტრატურის, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს;
- გუნდის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა წინა წლებში ჩატარებული სჰს-ის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ტურში;
- გუნდმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და პასუხი გასცეს თანდართულ შეკითხვებს, რის საფუძველზეც დაკომპლექტდება ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი რაუნდისთვის მოსამზადებელი ლექციების აუდიტორია.
- ლექციების დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, შეირჩევა დასკვნით რაუნდში მონაწილე გუნდები.
შეჯიბრის დასკვნითი ტური ჩატარდება სიმულაციების ფორმით, 2016 წლის 27-28-29 მაისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში;
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დაინტერესებულმა გუნდებმა, შევსებული განაცხადის ფორმა (საკითხების დაწერის ჩათვლით) უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 აპრილს, 16:00 სთ-ისა.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მაია ქარდავა (+995) 599 55 88 18; [email protected]
მაია მამისაშვილი (+591) 60 17 25 [email protected]
ნინო ბეჟაშვილი (+995) 555 11 47 74 [email protected]