საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ახორციელებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგს. ორგანიზაცია ეძებს იურიდიული განათლების მქონე მოტივირებულ კანდიდატებს სასამართლო მონიტორინგის განსახორციელებლად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი
ხანგრძლივობა: 3 თვე (აპრილი – ივნისი)
ხელმძღვანელი: მთავარი იურისტი
ძირითადი მოვალეობები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დასწრება;
- სხდომების მიმდინარეობის აღწერა დადგენილი ფორმების მიხედვით;
- სხდომების შედეგების შეჯამება/განხილვა პროექტის ფარგლებში მომუშავე იურისტთა ჯგუფთან;
- სხვა მოხალისეებთან მუშაობის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- II, III ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სასამართლო სხდომებზე დასწრების ან სხდომებში მონაწილეობის გამოცდილება, ასევე ცოდნა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ.
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
- მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ მთავარ იურისტთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.
სტაჟირების პროგრამა არ ანაზღაურდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უზრუნველყოფს ტრანსპორტირების და სხვა დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ “მონიტორი”).
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 აპრილი.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.