საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირებას საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტში, ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილებაში.
მოვალეობები:
- საკანონმდებლო, ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ფულის ნიშნების დამზადების ტექნოლოგიებისა და დიზაინის თაობაზე საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციების მოძიება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის კუთხით სხვა ცენტრალური ბანკების პოლიტიკის, პროცედურების, სამართლებრივი ნორმების, კანონმდებლობისა და გამოცდილების შესწავლა, არსებულ მდგომარეობასთან შედარება და საინტერესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით წინადადებების მომზადება.
- საკოლექციო, საინვესტიციო მონეტების დამზადება-რეალიზაციის მიზნით ინფორმაციის მოძიება, სხვა ცენტრალური ბანკების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და საინტერესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით წინადადებების მომზადება.
- მიმოქცევის ხარისხის მართვისა და ფულის ნიშნების დამუშავების სფეროს სრულყოფისათვის კონკრეტული ინსტრუმენტების დანერგვასა და რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ლარის ბანკნოტებთან და მონეტებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მოკვლევისათვის ახალი იდეებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი ტექნიკური მეცნიერებების მიმართულებით;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- გამართულად წერის უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მოტივაცია
- პრეზენტაციის წარმართვის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (ანაზღაურების გარეშე).
კონკურსის ფორმა:
I ეტაპი – ტესტი ინგლისურ ენაში
II ეტაპი – გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, ქვენი რეზიუმე უნდა გააგზავნოთ 1 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]