ეტელ ლილიან ვოინიჩი ირლანდიელი მწერალი, კომპოზიტორი და რევოლუციონერი ქალია, რომელიც 1864 წლის 11 მაისს დაიბადა. ლილიანი ყველაზე მეტად ცნობილია რომანით „კრაზანა“, რომელიც პირველად 1897 წლის ივნისში აშშ-ში გამოქვეყნდა. ვოინიჩის გარდაცვალებამდე (1960), სსრკ-ში წიგნის 2 500 000 ეგზემპლარი იყო გაყიდული, 1928 წელს კი, საბჭოთა საქართველოში, კოტე მარჯანიშვილის რეჟისორობით გადაიღეს ფილმი „კრაზანა“.
გთავაზობთ რამდენიმე ციტატას წიგნიდან:
✴ “ჩვენს მოქმედებაში არასოდეს არ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმისდა მიხედვით, ვუყვარვართ ჩვენ თუ არა სხვებს”.
✴ “როცა ადამიანები მოინდომებენ, თავისუფლები გახდნენ, განა მაშინ შესაძლებელია, ვინმემ დაიმონოს ისინი”?!
✴ “თუ ახალგაზრდებს პატივისცემით მოვეპყრობით, ისინი აღარ მიაყენებნ უფროსებს ზედმეტ დავიდარაბას. მშვიდი ცხენიც დაიწყებს წიხლების სროლას, თუ ყოველ წუთში მოქაჩეს ლაგამი”.
✴ “ცხოვრება, ეტყობა, ყველგან ერთნაირი ყოფილა: სიბინძურე, საძაგლობა, სამარცხვინო საიდუმლოება, ბნელი ჩახვეულ-მოხვეულები, მაგრამ ცხოვრებაა და საჭიროა, ყველაფერი გამოგლიჯო მას, რაც შესაძლებელია”.
✴ “თუ ადამიანს არ სურს მტრები გაიჩინოს, მაშინ ხელი უნდა აიღოს პოლიტიკური სატირის წერაზე”.
✴ “ქვეყანაზე არ არსებობს ისეთი საშუალება, რომ ადამიანმა შეცვალოს ის, რაც ერთხელ ჩაიდინა და ამიტომ არ ღირს ფიქრი ძველი დანაშაულის შესახებ”.
✴ “წარსული სიკვდილს ეკუთვნის, შენ კი – მომავალი”.
✴ “ცოცხალი ვარ და კუდს ვაქნევ – კუდს ვაქნევ უკანასკნელად… ხვალ დილით კი Finita La Comedia”.
ფოტოები კოტე მარჯანიშვილის ფილმიდან “კრაზანა”:
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼