ჰაიდელბერგცემენტი აცხადებს კონკურსს წარჩინებული სტუდენტებისათვის სწავლის დაფინანსების სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნიკური სფეროს სტუდენტების მოტივირებასა და მათ შემდგომ დასაქმებას ჰაიდელბერგცემენტის ქარხნებში.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტიპენდიის პერიოდი, საფასური და სეგმენტი:
- სტიპენდია სრულად ფარავს ერთი ან ორი წლის სწავლის საფასურს, რომელიც პირდაპირ გადაირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე.
- ბაკალავრის სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას მესამე და მეოთხე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის და მაგისტრატურის სტუდენტები მეორე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.
- იმ სტუდენტებს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის II – III კურსის და მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ სპეციალობებზე:
- ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
- მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
- მართვის ავტომატიზირებული სისტემები (პროგრამული ინჟინერია);
- ცემენტის ტექნოლოგია;
- სამთო-გეოლოგია;
- სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;
- აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება: GPA 3.2 (4.0 შკალიანი შეფასებიდან) ან საშუალოდ ქულების 85% და მეტი ყველა საგანში;
- ფლობენ ინგლისურ ენას საშუალო დონეზე
დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა სასწავლებლიდან;
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
- ერთი სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი აპლიკაცია;
- სამოტივაციო წერილი
- 2 სარეკომენდაციო წერილი
კანდიდატთა შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე; არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. ჰაიდელბერგცემენტი პასუხისმგებლობას იღებს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე და მისი განხილვა მოხდება მხოლოდ ჰაიდელბერგცემენტის შერჩევის კომისიის მიერ.
შერჩევის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან:
- საბუთების წარდგენა;
- პროფესიული ცოდნის შემოწმება;
- გასაუბრება
კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინონ ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისში დახურულ კონვერტში წარწერით “სტიპენდია მომავალი ინჟინრებისათვის” (მისამართი: თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 4) ან გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: [email protected]
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ტელეფონზე: +995 32 474747