თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მრჩეველი რექტორის ვლადიმერ პაპავას მეუღლის ბიძაშვილი და უშიშროების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანია.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“გუშინ დადასტურდა ის ფაქტი რომ ე.წ. ოდეერების უფროსი მუშაობს უნივერსიტეტში ვინმე პოლკოვნიკი “პავლოვიჩი”, ზურაბ კუბლაშვილი, რომლის შესახებაც კაციშვილმა არ იცის. პაპავამ იცის სამაგიეროდ, იმიტომ რომ მისი ცოლის ბიძაშვილია და როცა 2013 წელს რექტორი მოვიდა მას მერეა ეს ადამიანიც ამ თანამდებობაზე. “პავლოვიჩები” და კუდის თანამშრომლები რომ მუშაობენ უნივერსიტეტში ამხელა თანამდებობაზე, არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენი გადახდილი ფულით კვებავს მაღალჩინოსნებს პაპავა. ის, რომ ეს ადამიანი მისი ნათესავია ეს პაპავამაც დაადასტურა”, – განაცხადა შალვა საბაურმა.
ზურაბ კუბლაშვილის უნივერსიტეტში მუშაობის შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტშიც დაადასტურეს. დეპარტამენტის უფროსის ნათელა ლაცაბიძის განცხადებით, ზურაბ კუბლაშვილი ადმინისტრაციის მრჩევლის თანამდრბობას 2014 წლის იანვრიდან იკავებს:
“ზურაბ კუბლაშვილი უნივერსიტეტში შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმდა. მისი ძირითადი ვალდებულებაა, აღმოუჩინოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დახმარება ეკონომიკისა და საფინანსო საქმიანობის წარმართვაში”, – განაცხადა ნათელა ლაცაბიძემ.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი