სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“ ფარგლებში ცხადდება აკადემიური სტატიების კონკურსი.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტატიების მიღების ვადები: 15 თებერვალი- 15 მარტი
შეფასების დრო: 16 მარტი- 30 მარტი
გამარჯვებული სტატიების პრეზენტაცია: 12 აპრილი, ნატოს კვირეულის ფარგლებში
მონაწილეობა: საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტები
სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ანალიტიკური სტატიები შემდეგი თემების მიხედვით:
- ნატოს გაფართოების პერსპექტივები უსაფრთხოების ახალი გამოწვევების ფონზე;
- ნატოს გაფართოების ტალღების შედარებითი ანალიზი;
- საქართველო ვარშავის სამიტის წინ (საქართველოს მზაობა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან შედარებით სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა: უსაფრთხოება, პოლიტიკური სფერო, სამხედრო სფერო.
4.2004 წელს, ნატოს გაფართოებამდე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ვარშავის სამიტის წინ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შედარებითი ანალიზი – მსგავსება და განსხვავება:
- საქართველო ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით;
- ნატო და საერთაშორისო სამშვიდობო მისიები; საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში;
- ნატოს როლი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში;
- საქართველო და/ან უკრაინა ნატო- რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში;
- ნატო-რუსეთის ურთიერთობები: ცივი ომი თუ ახალი მსოფლიო წესრიგი?
- ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა საქართველოსთვის.
ანალიტიკური სტატიის გაფორმების წესები:
- ნაშრომის მოცულობა: 4-5 გვერდი;
- შრიფტი ( Sylfaen);
- შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.15;
- ნაშრომი უნდა იყოს თემატიკის ადეკვატური და სტილისტურად გამართული;
- ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს გამართული აკადემიურად, ციტირების დაცვის წესებითა და ბიბლიოგრაფიის მითითებით (ბიბლიოგრაფია მიუთითეთ APA სტილით);
- ნაშრომი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
სტატიას თან უნდა დაურთოთ თავფურცელი, სადაც მიუთითებთ პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი). არ არის გათვალისწინებული ჯგუფური მუშაობა; ნაშრომს წარმოადგენს მხოლოდ ერთი ავტორი.
პრეზენტაცია:
მიღებული ნაშრომებიდან აირჩევა 3 საუკეთესო აკადემიურად გამართული ნაშრომი, რომლებსაც პრეზენტაციამდე კომპეტენტური ჟიური შეარჩევს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. მისი ავტორები, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოს სამეკავშირეო ოფისში წარმოადგენენ ნაშრომების პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ანალიტიკური აზროვნება (არგუმენტების სიძლიერე, არგუმენტების ლოგიკური ბმა და მათი შესაბამისი მაგალითებით გამყარება, მოვლენების ავტორისეული შეფასება, მსჯელობის დასაბუთება)
- აკადემიური წესების დაცვა
- ფაქტების სისწორე
- ლექსიკა და სტილი/ მორფოლოგია/ორთოგრაფია/ პუნქტუაცია
- ასევე, გათვალისწინებულია ბონუს-ქულა, თუ ავტორი ჩაატარებს კვლევას, ინტერვიუს ან გამოიყენებს სხვა საკვლევ მეთოდს.
გამაჯვებულები დაჯილდოვდებიან საქართველოში რუმინეთის საელჩოს მიერ დაწესებული პრიზებით:
I ადგილი- პლანშეტური კომპიუტერი
II ადგილი- ქინდლი (ელექტრონული წიგნი)
III ადგილი – წიგნთა კრებული
ნაშრომები უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; სათაურის ველში მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია 2016“;
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ნომერზე:
297 16 17 ან 555 10 10 40 სამუშაო დღეებში; 10:00- 18:00 საათებში.