ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პაშა ბანკის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ საქართველოში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ მათი ხედვა ტექსტური და/ან ფოტო ნამუშევრების სახით.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გამარჯვებულები გამოვლინდებინ სამ ნომინაციაში ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე:
- საუკეთესი ანალიტიკური სტატია (3 ადგილი)
- საუკეთესო ბლოგი (3 ადგილი)
- საუკეთესო ფოტო –სიუჟეტი (3 ადგილი)
თითოეულ კატეგორიაში I, II და III საპრიზო ადგილებს გამოავლენს ჟიური შესაბამისი კრიტერუმების საფუძველზე და გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
შეფასების კრიტერიუმებია:
- თემასთან შესაბამისობა
- ნამუშევრის ანალიტიკური ხასიათი და ინფორმაციული ღირებულება
- ნამუშევარში არსებული მესიჯების სიცხადე და მკაფიო თხრობის უნარი
- შემოქმედებითი მიდგომა
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- ავტორის სახელი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დასკანირებული ვერსია).
- CV
ანალიტიკური სტატია არ უნდა აღემატებოდეს 2000 სიტყვას. ფაქტობრივი მასალის და სტატისტიკის წარმოდგენის შემთხვევაში მითითებულ უნდა იყოს წყარო. ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. ფოტო–სიუჟეტი უნდა შეიცავდეს 5–10 ფოტოს (jpg-ფორმატში, 1500×3000 px ფარგლებში) შესაბამისი ტექსტური აღწერილობით.
კონკურსში არ განიხილება ტექსტური თუ ფოტო მასალა, რომელიც:
- ამჟღავნებს მოქალაქის პირად მონაცემებს და არღვევს პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას;
- ფოტო ნამუშევრის შემთხვევაში: ფოტო გადაღებულია ფარულად და არ არის წყაროს (ადრესატი) თანხმობა.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 6 მარტი. საკონკურსო ნამუშევარი უნდა გააგზავნოთ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected]
გამოგზავნილი მასალა უნდა იყოს შექმნილი აღნიშნული კონკურსისთვის. ქალთა საინფორმაციო ცენტრს აქვს უფლება, არაკომერციული მიზნით გამოიყენოს გამარჯვებული ნამუშევარი.
შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით ქალთა საინფორმაციო ცენტრს ნომერზე:
+995 32 295 29 34
წყარო: ginsc.net