11 მარტს ტექნოპარკში პირველი ახალგაზრდული ინოვაციების სამიტი გაიმართება. სამიტში მონაწილეობის მსურველთა გადაადგილება შესაძლებელი იქნება უფასო ტრანსპორტით, რომელიც 9:45-წუთსა და 10:30-წუთზე ვარდების მოედნიდან დაიძვრება.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ღონისძების მიზანს ახალგაზრდების ინოვაციური ბიზნეს იდეების ფორმირებასა და სტარტაპ კომპანიების განვითარებაში ხელშეწყობა წარმოადგენს.
სამიტზე წარმოდგენილნი იქნებიან მომხსენებლები, რომლებმაც ადრეულ ასაკში შეძლეს შეექმნათ წარმატებული ინოვაციური კომპანიები და ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
სამიტის მეორე ბლოკი მონაწილეებს გააცნობს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ საკუთარი კრეატიული იდეების განვითარებაში შეუწყობს ხელს. სამიტის მსგავსი ფორმით ჩატარება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, USAID ის მმართველობა განვითარებისათვის (G4G) და AIESEC.
მისამართი: ინოვაციების ქუჩა, ტექნოპარკი