აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ვაშლის ჩიფსების წარმოების იდეას არ დასჯერდნენ და ჭარხლის ჩიფსების წარმოებასაც გეგმავენ. ამის შესახებ იდეის ავტორებმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადეს. ჭარხლის ჩიფსებით ესტონეთის საექსპორტო ბაზარი უკვე დაინტერესდა. სტუდენტების თქმით, ჭარხლის ჩიფსები ბაზარზე ვაშლის ჩიფსებზე არანაკლებ მოთხოვნადი იქნება.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
როგორც შალვა მძინარაშვილი, გუნდის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, დეგუსტაცია უკვე მოეწყო და პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
,,ჩვენი მთავარი მიზანია, ბოსტნეულსა და ხილს ისეთი სტრუქტურა მივცეთ, რომ ყველასთვის უფრო მისაღები და ამავდროულად სასარგებლო იყოს. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქცია ბავშვებისთვისაც და მათი მშობლებისთვისაც ერთნაირად მისაღები იქნება. ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსები არა მარტო გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა”, – აღნიშნავს მძინარაშვილი.
სტუდენტები მაქსიმუმ 50-გრამიანი პაკეტების დამზადებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროდუქციის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.