მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსები

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი გამოაცხადა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი.

კონკურსის მიზანია: მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილე პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

პროექტის განხორციელება უნდა დაიგეგმოს შემდე პერიოდში: – 01/01/2017 – 31/12/2017.

კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected] 2016 წლის 4 ივლისიდან 3 ოქტომბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარადგინოთ ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 7 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:

ვაჟა ლომიძე    

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 04)

ელ-ფოსტა: [email protected]

ხატია ანანიაშვილი         

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 41 33)

ელ-ფოსტა: [email protected]

დეტალურ ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები