ბეგბედერი და “99 ფრანკი”

ლიტერატურული გვერდი

 

ფრედერიკ ბეგბედერი ფრანგი მწერალია, რომელმაც პოპულარობას ახალგაზრდობაშივე მიაღწია. მისთვის უცნობია უფულობა და შეუმჩნევლობა – რაც მწერლების დიდი ნაწილისთვის ცხოვრების პერიპეტიებადაა ქცეული.

Frederic+Beigbeder+Paris+Fashion+Week+Spring+tTVq7A85Hwmlქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა იგი წიგნით – “99 ფრანკი” – გაიცნო. ბეგბედერი ამ წიგნის შემდეგ “მოამბოხე მწერლის” სახელით დამკვიდრდა. რა არის მისთვის ეს იმიჯი – პოპულარობის მოსაპოვებლად მორგებული როლი, თუ ბუნებრივი მდგომარეობა?!

დღეს, თანამედროვე მწერლების შემოქმედება მისი პიროვნებისგან განყენებულად აღარ განვიხილავთ. “99 ფრანკიდან” კი, ბეგბედერის პიროვნება კარგად იკითხება – ის არის მემარცხენე, სოციალისტური იდეებისა და დამოკიდებულებების გამტარი მწერალი, ამავე დროს, ცხოვრობს ფუფუნებაში, როგორც ტიპური ბურჟუა. 

“99 ფრანკით” იგი გვამცნობს ახალი ეპოქის დასაწყისს, რომელიც რეკლამის გარშემო ტრიალებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ წიგნში რეკლამა ატრიარებს ეპოქას.

გთავაზობთ ციტატებს წიგნიდან “99 ფრანკი”:

“ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, თქვენ, მე”.

“იდეა ყოველთვის არსაიდან მოდის”.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

  • “კაცობრიობამ ღმერთი ფართო მოხმარების საგნებს ანაცვალა”.
  • “ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა”.
  • “ჰედონიზმი ჰუმანიზმი როდია. იგი ფულის დინებაა. მისი დევიზი გაინტერესებთ? „ვხარჯავ, ე.ი. ვარსებობ”.
  • “ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია”.
  • “სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთების გამოკლებით, როცა მოსაწყენია”.
  • “ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა”.

    “ამქვეყნად ყველა პროსტიტუციითაა დაკავებული. განსხვავება ერთ რამეშია: შენ უხდი თუ შენ გიხდიან. უხეშად რომ ვთქვათ, 40 წლამდე შენ გიხდიან, მერე კი იქით უნდა გადაუხადო. ასეა, გენაცვალე, ფიზიკური სილამაზის სასამართლო განაჩენი აპელაციას არ ექვემდებარება”.

    beigbeder2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები