თსუ სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

დასაქმება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ-ის სტუდენტებისათვის ვაკანსიას აცხადებს. თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტის (კონსულტანტი) პოზიციაზე 2 ვაკანტური ადგილია გამოყოფილი.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მონაცემებს:

  • უნდა იყოს თსუ სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭებათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის საფეხურის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს);
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • სოციალურ ქსელებთან მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია) ელქტრონულად;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი.

საბუთების მიღების წესი:
საბუთები უნდა გადააგზავნოთ 2016 წლის 26 იანვრიდან 2016 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში უნდა მიუთითოს “მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების (კონსულტანტი)”.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები