სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების მისაღებად განაცხადების მიღება იწყება

აქტუალური

„სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მსურველი სტუდენტების განცხადების მიღება თბილისის მერიაში 1 თებერვალს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

დაფინანსების გაცემის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარება შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დაფინანსების ახალი წესის თანახმად დაფინანსების მსურველმა სტუდენტმა განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ. ხოლო I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას);
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

აუცილებელია, დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განცხადება წარმოადგინოს თავად სტუდენტმა.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მერიის ცხელ ხაზს 272 22 22

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები